პრეზიდენტი ზურაბიშვილი დედების მარშს შეუერთდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ დედების მსვლელობას შეუერთდება.
ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს“, - წერს პრეზიდენტი.
დედებო, გილოცავთ დედის დღეს. გილოცავთ თქვენ, ვისი შვილებიც უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან და თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან! დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს", - წერს პრეზიდენტი Facebook-ზე.
პროტესტის 96-ე დღეს, 20:00 საათზე, ფილარმონიასთან იკრიბება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რეჟიმმა 51 სინდისის პატიმარი ციხეში უკანონოდ გამოკეტა.
“ჩემი შვილია, ხელი გაუშვით“ - ასე ჰქვია აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც უკანონო პატიმრების ციხეებიდან გამოშვება და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა.