რატომ არ გამოიყენეს სამაშველო ვერტმფრენები სტიქიის ზონაში - გომელაურის მოადგილე თავის მართლების რეჟიმშია

03.03.25 15:59
რატომ არ გამოიყენეს სამაშველო ვერტმფრენები სტიქიის ზონაში - გომელაურის მოადგილე თავის მართლების რეჟიმშია

რატომ არ გამოიყენეს სამაშველო ვერტმფრენები სტიქიის ზონაში - ვახო გომელაურის პირველი მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე "ტვ პირველის" კითხვების პირისპირ აღმოჩნდა. 

გომელაურის მოადგილემ "პირველების" ჟურნალისტთან მიზეზად "პროტოკოლი" დაასახელა, თუმცა ვერ უპასუხა კითხვას, რატომ არ მიმართეს მომწოდებელ კომპანიას,  საჭირო სახარჯო მასალების, ხელსაწყოების, წებოებისა და საწმენდი საშუალებებს სტიქიის დაწყებამდე, როცა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ყველა უწყება მოსალოდნელი უამინდობის შესახებ წინასწარ გააფრთხილა. 

  • "შაბათის ეთერმა" მოიპოვა ირაკლი კობახიძის მიერ 28 თებერვალს გამოცემული განკარგულება, სადაც წერია, რომ "ოცნება" ევროპული ვერტმფრენისთვის მხოლოდ ახლა გეგმავს გამარტივებული შესყიდვით შეიძინოს - საჭირო სახარჯი მასალები, ხელსაწყოები, წებოები და საწმენდი საშუალებები. არადა, დიდთოვლობა საქართველოში 22 თებერვლდან დაიწყო  და მოსალოდნელ ამინდის მკვეთრ გაუარესებაზე ცნობები კიდევ უფრო ადრე არსებობდა.

ყველა ვერტმფრენს აქვს თავისი პროტოკოლი, რომელიც გაწერილია თვითონ მწარმოებლის მხრიდან და პერიოდულად სჭირდება გარკვეული სერვისები. ეს არის ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული, შესაბამისად, ჩვენ იმ შეთანხმებას და ხელშეკრულებას, რაც არის გაფორმებული შესაბამის კომპანიასთან „ეარბას ჰელიკოპტერთან“. ეს არის სტანდარტული რეგლამენტი, ვერტმფრენს სჭირდება მუდმივი მოსახურეობა, - თქვა დარახველიძემ.