სანქციები რეჟიმის ტყვე ჟურნალისტის საქმის პროკურორს - ნიკა კაციას დედის პირველი კომენტარი
ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები დაასანქცირა - სიაში მოხვდა სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას საქმის პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე.
ჟურნალისტის დედა, მარინა აფციაური ამბობს, რომ მას ეჭვი არც ეპარებოდა, რომ ის დასანქცირებულთა სიაში მოხვდებოდა.
“კი ვეღარ შევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ, სამწუხაროდ, თავისი ბინძური საქმეების კეთებას მაინც აგრძელებს“, - აღნიშნავს ტყვეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცის დედა.
გზაში დამეწია ახალია ამბავი, ჩემი შვილი საქმის პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე აღმოჩნდა დასანქცირებულთა სიაში. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მოხვდებოდა კიდევაც. პრინციპში მოსამართლე-თამარ მჭედლიშვილიც დასანქციებულია. კი, ვეღარ შევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ვერ იმოგზაურებს, მაგრამ სამწუხაროდ, თავისი ბინძური საქმეების კეთებას მაინც აგრძელებს. მე მრავლობითში ვამბობ, ჩვენი შვილები მართლები არიან, სიმართლე ამათ მხარესაა, ჩვენ მხარესაა და მაინც ასეთი ბრძოლის გადატანა გვიწევს. არაუშავს, ჩვენ მხნედ ვართ, არ ვიღლებით, არ ვჩერდებით და ვიბრძოლებთ“, - ამბობს ნიკა კაციას დედა.
ასევე ნახეთ:
- ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები დაასანქცირეს - ვინ მოხვდა სიაში
- ესტონეთმა ივანიშვილის რეჟიმის 55 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა
- მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტი, ირაკლი დგებუაძე დასანქცირებული