სანქცირებულთა სიაში არიან სინდისის პატიმრების საქმის პროკურორები და მოსამართლეები - პირველი შეფასებები თბილისში

03.03.25 17:25
სანქცირებულთა სიაში არიან სინდისის პატიმრების საქმის პროკურორები და მოსამართლეები - პირველი შეფასებები თბილისში

სანქცირებულთა სიაში არიან სინდისის პატიმრების საქმის პროკურორები და მოსამართლეები - რამდენიმე წუთის წინ სანქცირებულმა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ „პირველებისგან“ გაიგო, რომ ბალტიის ქვეყნებში ვეღარ შევა.

თოდუა გაბიტაშვილის უწყების ის თანამშრომელლია, რომელსაც სინდისის პატიმრების  ზვიად ცეცხლაძის და მისი თანამებრძოლებიიის საქმე აქვს ჩაბარებული.

“არ ვიცოდი, გავეცნობი, მადლობთ ინფორმაციისთვის“, - უთხრა მან „პირველებს“ და ტელეფონი გათიშა.

სანქციების სიაში პირველად მოხვდა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე. ეს ის მსაჯულია, რომელმაცც რვა პატიმრის საქმე ჯერ მცირე დარბაზში განიხილა, შემდეგ კი სასამართლო სხდომა ბრალდებულების გარეშე ჩაატარა.

ბალტიის ქვეყყნებში ვეღარ შევა ვერც საბა სხვიტარიძის მოსამართლე-ლელა მარიდაშვილი და ვერც ანდრო ჭიჭინძისა და ონისე ცხადის მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე.

“ლოგიკურს“ უწოდებს ბალტიისპირეთის გადაწყვეტილებას იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი და ამბობს, რომ “პროცესი, რომელიც სინდისის პატიმრების მიმართ მიმდინარეობს, სრულიად გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს“.

შეკრების და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს, ყველაზე მცირედი, შემდგომ ისინი დააკავეს უკანონოდ, ისე, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი მათი დაკავების, გარდა იმის, რომ დააკავეს, პირველივე სხდომიდან არ გამოუშვეს გარეთ და ის საფუძვლები, რომლებიც სჭირდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არც ერთი საფუძველი არ იყო დამაყოფილებული იმისთვის, რომ ეს ბიჭები ციხეში ყოფილიყვნენ დღეს, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძე. არანაირი მტკიცებულება არ არი საქმეში, რომ ამ ადამიანებმა რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინეს. ის, რომ პროკურორი ასეთი მტკიცებულებების მიუხედავად, არ იღებს გადაწყვეტილებას საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ცალსახად, ამის შემდგომ ლოგიკურია ის, რაც დღეს გამოქვეყნდა, რომ ვაჟა თოდუა არის დასანქცირებული. 

პროცესი, რომელიც სინდისის პატიმრების მიმართ მიმდინარეობს, სრულიად გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს და მთლიანად ეფუძნება გარე პროცესებს და პოლიტიკურ ნებებს, რომლებიც ჯერჯერობით არ შეცვლილა, მესამე თვის თავზეც, - განაცხადა მიგინეიშვილმა.

 

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები