გიორგი ჩიკვაიძე ასახელებს გვარებს, ვინც მისი თქმით, საქმის სანქცირებულ პროკურორს მართავს

03.03.25 18:09
გიორგი ჩიკვაიძე ასახელებს გვარებს, ვინც მისი თქმით, საქმის სანქცირებულ პროკურორს მართავს

ბალტიის ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა ბიზნესმენ, გიორგი ჩიკვაიძის საქმის პროკურორი  ვლადიმერ თურმანიძე. მასაც, სხვა პროკურორების და მოსამართლეების მსგავსად, ესტონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ფაქტს ბიზნესმენი "ტვ პირველთან" გამოუხმაურა და თქვა, რომ ვლადიმერ თურმანიძეს ალექსანდრე ივანიშვილი და ელგუჯა თურმანიძე მართავენ.

“სამკუთხედი ასე იკვრება, ივანიშვილი-გაბიტაშვილი და მერე უკვე ქვედა რგოლის პროკურორი, რომლებსაც აგვირგვინებს უკვე მოსამართლეები“, - ამბობს ის.

ჩიკვაიძისვე თქმით, “ეს ადამიანები არიან სუპერკორუმპირებულები და საქმეებს კერავენ ისე, რომ წარბიც არ უტოკდებათ“.

შავით თეთრზეა საქმე ნაკერი, იმდენად აბსურდულად აქვთ ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაჯდება და ამ საქმეებს დახედავს, იურისტიც რომ არ იყოს, ყველა დარწმუნდება, რომ ეს ადამიანები არიან, აბსოლუტურად, ჯერ ერთი სუპერკორუმპირებულები  და მეორეც, ამ საქმეებს კერავენ ისე, რომ წარბიც არ უტოკდებათ. სამკუთხედი ასე იკვრება, ივანიშვილი-გაბიტაშვილი და მერე უკვე ქვედა რგოლის პროკურორი, რომლებსაც აგვირგვინებს უკვე ის მოსამართლეები, რომლებიც მოსამართლეების გარდა ყველაფერი არიან.

ალექსანდრე ივანიშვილი და ელგუჯა თურმანიძე უშუალოდ მართავენ ვლადიმერ თურმანიძეს, მერე კი ირკვევა, რომ ეს მათ კარგად აქვთ აპრობირებული განსაკუთრებით აჭარის პროკურატურაში. დაგვაკავებენ, არ დაგვაკავებენ, თუ რაც იქნება, საქართველო არ იქნება საკმარისი? ჩვენ სტრასბურგისთვის ყველაფერი მზად გვაქვს უკვე.  თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, სტრასბურგში შედის საქმე, რომელსაც კერავს სანქცირებული პროკურორი და სანქცირებული მოსამართლეები განიხილავენ საქართველოში. ამ დაკვეთებს ასრულებენ, მერე ამ პროცესებს იყენებენ ზეწოლებისთვის. ჩვენ რისთვის დაგვსაჯეს? ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები არ ჩავიდინეთ და მერე სამოქალაქო რაც მოიძიეს, გადაკერეს სისხლის სამართალში. მათ ბოლო წუთამდე არ ეგონათ, რომ დავიწყებდით ბრძოლას და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე“, - აცხადებს ჩიკვაიძე.

ასევე ნახეთ: