"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - 4 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქოსთან აქცია გაიმართება
"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართება.
დემონსტრანტები შეკრებას ამაღლობელის წინასასამართლო სხდომის პარალელურად, 14:00 საათზე დაიწყებენ.
ხვალ სწორედ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში ჟურნალისტი. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.
ამ სხდომაზე მოსამართლე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.
შეგახსენებთ, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი 12 იანვარს დააკავეს. მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.