რა შეეძლო და რა არ გააკეთა რეჟიმმა - "ოცნებამ" თოვლში ჩარჩენილი ადამიანების დახმარებაზე ფიქრი 6 დღის დაგვიანებით დაიწყო

03.03.25 20:34
რა შეეძლო და რა არ გააკეთა რეჟიმმა - "ოცნებამ" თოვლში ჩარჩენილი ადამიანების დახმარებაზე ფიქრი 6 დღის დაგვიანებით დაიწყო

რა შეეძლო და რა არ გააკეთა რეჟიმმა სტიქიით დაზარალებულებისთვის. ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ რეჟიმმა საკვების გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა 6 დღის დაგვიანებით დაიწყო. 

27 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩანს, რომ ოზურგეთის მერიას სტიქიის შესახებ ინფორმაცია 21 თებერვალს უკვე ჰქონდა. ანუ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ იცოდა, რომ ადამიანები უწყლოდ, ელექტროენერგიის და საკვების გარეშე იყვნენ დარჩენილი.

დაგვიანებული რეაგირება აჩენს კითხვებს, რამდენად მიზნობრივად ხარჯავს ოზურგეთის მერია საბიუჯეტო თანხებს? ჩვენ ხელშია კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტის თოვლის საფარისგან გასუფთავების მიზნით ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტი იყო. ამ დოკუმენტით კი დგინდება, რომ  საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბერს ოზურგეთისთვის 2 400 000 ლარი გამოყო. კორუფციის მკვლევრები ამბობენ, რომ ამ თანხის გამოყენება 21 თებერვალს შეიძლებოდა. ახლა ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, თანხა რომელიც ოზურგეთისთვის გამოიყო, იყო თუ  არა საკმარისი?

სტიქიის კრიზისულმა პერიოდმა ისე გადაიარა, რომ ჩაკეტილი სოფლების თავზე ჩვენ არ გვინახავს სამაშველო ავიაცია. საუბარია იმ ფრანგულ ვერტმფრენებზე, რომელიც საქართველომ საფრანგეთისგან იყიდა. მხოლოდ 28 თებერვალს კობახიძის ბრძანებით გაირკვა, რომ საფრენ აპარატს ტექნიკური საჭიროებები ჰქონდა. დღეს პარლამენტში გომელაურის მოადგილე გამოჩნდა, თუმცა ალექსანდრე დარახველიძემ ვერ უპასუხა კითხვას, რატომ არ გამოუშვეს ხალხის დასახმარებლად ვერტმფრენები. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.