რუსული გავლენების გაძლიერება ოკუპირებულ აფხაზეთში - ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თავი გამარჯვებულად ბადრა გუნბამ გამოაცხადა
რუსული გავლენების გაძლიერება ოკუპირებულ აფხაზეთში. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თავი გამარჯვებულად ბადრა გუნბამ გამოაცხადა და პირველი მილოცვაც დიქტატორისგან უკვე მიიღო. კაცი, რომელიც პირდაპირ კავშირზეა პუტინის რეჟიმთან, რეგიონში სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებმა მიავლინეს. 20 წელია კრემლის ასეთი ჩარევა ოკუპირებული აფხაზეთის არჩევნებში არავის ახსოვს.
ბოლო პერიოდში ხალხის დიდმა პროტესტმა აჩვენა, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინი გავლენებს კარგავდა. ამიტომ მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა, რომ პუტინის სანდო კაცს ხელში რეგიონის მმართველობა ჩაეგდო. ე.წ. არჩევნები დიდი დარღვევებითა და სისხლიანი გარჩევებით ჩატარდა. ოლიგარქის რეჟიმი არც კი იმჩნევს იმ საგანგაშო პროცესებს, რომელიც ახლა საქართველოს ტერიტორიაზე ხდება.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.