"სინდისის პატიმრები ჩვენი შვილებიც არიან" - ნინო ქათამაძე
სინდისის პატიმრების დედებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მომღერალი ნინო ქათამაძეც შეუერთდა.
"სინდისის პატიმრები ჩვენი შვილებიც არიან" - განაცხადა მომღერალმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რეჟიმის ტყვეები გათავისუფლდნენ.
ამ ბიჭებს ჰყავთ საოცარი დედები, ყველაზე მაგარი, ყველაზე გმირი, ყველაზე მებრძოლი, რომლებიც ისე მაგრად დგანან თავისი შვილების, სამშობლოს გვერდით. ეს ბიჭები, სინდისის პატიმრები ჩვენი შვილებიც არიან და ის დედებიც ჩვენი სულის ნაწილი არიან. ვხედავთ, რისთვის იბრძვიან, ვხედავთ, რომ შეიძლება ჩვენი რიგიც დადგეს. ერთმანეთით თუ მოვიკრეფთ ძალას, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი სინდისი პატიმრები იყვნენ გარეთ და უნდა მოვიკრიბოთ ყველაფერი, რომ შევცვალოთ სასიკეთოდ ჩვენი ცხოვრება", - ამბობს ნინო ქათამაძე.
"ჩემი შვილია, ხელი გაუშვით" - საპროტესტო მსვლელობა შვილების გადასარჩენად. დედის დღეს სინდისის პატიმრების მშობლები ისევ "ოცნების" წინააღმდეგ ერთიანდებიან.
მოქალაქეებმა ფილარმონიასთან შეკრება დაიწყეს, ცოტა ხანში კი მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. პოლიტპატიმრების დედებთან ერთად დგას ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ევროპული მომავლის მცველ ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულის გარდა არაფერი დაუშავებიათ.