მზია ამაღლობელი პროცესის მოლოდინშია - სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს

03.03.25 20:39
მზია ამაღლობელი პროცესის მოლოდინშია - სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს

სინდისის პატიმარი ჟურნალისტი სასამართლო პროცესის მოლოდინშია - ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხვალ მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. 14:00 საათიდან გახდება ცნობილი, დატოვებენ თუ არა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორს პატიმრობაში. 

მზია ამაღლობელის ადვოკატის თქმით, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხიც. 

4 მარტს გაიმართება მზია ამაღლობელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა. ამ სხდომაზე განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. დაცვის მხარე გეგმავს, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, ასევე ვგეგმავთ მივმართოთ აღკვეთი ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით. ამავე სხდომაზე განიხილება მოპოვებული მტკიცებულებები, მტკიცებულებების დასაშვებლობის ეტაპი". - განაცხადა ადვოკატმა. 

სასამართლო სხდომის პარალელურად, 4 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციაც გაიმართება. დემონსტრანტები შეკრებას ამაღლობელის წინასასამართლო სხდომის პარალელურად, 14:00 საათზე დაიწყებენ.