"უკანონო ხელისუფლების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება" - ზურაბ ცეცხლაძე

03.03.25 21:17
"უკანონო ხელისუფლების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება" - ზურაბ ცეცხლაძე

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან დაწყებულ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობას სინდისის პატიმრის მამა, ზურაბ ცეცხლაძეც იღებს. ზვიად ცეცხლაძის მშობელი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ივანიშვილის რეჟიმის მსახურების დასანქცირებას ეხმაურება და ამის საპასუხოდ აცხადებს, რომ "უკანონო ხელისუფლების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება".

უკომპრომისო ბრძოლა უკანონო ხელისუფლების წინააღმდეგ გრძელდება. ყველა გადაწყვეტილება, ყველა ჩინოვნიკი დე ფაქტო ხელისუფლების არის აბსოლუტურად უკანონო. ვინც ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ისინი აუცილებლად ცივილიზებული საზოგადოებისგან იქნებიან გარიყულნი და ევროპის ქვეყნებში ვეღარ შევლენ. პროკურატურამ საქმეები შეკერა. ყველაფერი ყალბი და უკანონოა. იმედი მაქვს, ეს სანქციები მათ ოჯახის წევრებზეც გავრცელდება და იქნება ეკონომიკური სანქციებიც". - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ევროკავშირის სამმა ქვეყანამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციების ახალი და ყველაზე მასშტაბური პაკეტი აამოქმედა. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უვადო სანქციები რეჟიმის მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს, პოლიტიკოსებს და პროპაგანდისტებს დაუწესა. ყველა, ვინც შავ სიაში მოხვდა, პერსონა ნონგრატად ცხადდება. მათ სინდისის 52 პატიმრის საქმეების გაყალბება, ცრუ ჩვენების მიცემა და საქმეების შეკერვა არ აპატიეს. 

ასევე ნახეთ: