"პროპაგანდა, რომელსაც რუსული ოცნება აწარმოებს, ფუჭია" - თინა ბოკუჩავა
ბალტიისპირეთი ქვეყნების მიერ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების ფონზე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ სანქციებს გადამდები ეფექტი ექნება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ქართული ოცნების" პროპაგანდა სასანქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ფუჭია.
იმედი მაქვს, მომავალში შევინარჩუნებთ ერთობას საგარეო ფრონტზე. ამ ძალისხმევას მნიშვნელოვან დროს უთმობს სალომე ზურაბიშილი და ესე ნამდვილად ხაზგასასმელია. იმისთვის, რომ ჩვენს მუშაობს ჰქონდეს შედეგი საგარეო ფრონტზე, უნდა გვესმოდეს და გავიაზროთ ძალიან კარგად, სრულიად უპასუხისმგებლობა ამის არ გააზრება, რომ თუ საგარეო ფრონტზე არ ვისაუბრეთ ერთი მხრივ და საერთო პოზიციით, მაშინ ვერ შევძლებთ, რომ ავსახოთ საქართველოს ეროვნული ინტერესები.
ბალტიის ქვეყნებთან დაკავშირებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ბელორუსთან მიმართებაში სანამ დაწესდებოდა სანქციები, სწორედ ბალტიის ქვეყნები იყვნენ ის პირველი ქვეყნები, რომლებმაც დააწესეს ამგვარი სანქციები და დიახ ამას შემდგომ ჰქონდა გადამდები, დომინოს ეფექტი და სხვა ევროპულმა დედაქალაქებმა მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდება, ასე რომ მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ რომ ბალტიის ქვეყნებს მიჰყვება სხვა ქვეყნებიც და გაფართოვდება ამერიკული სასანქციო პოლიტიკაც. ფუჭია ის პროპაგანდა, რომელსაც რუსული ოცნება აწარმოებს", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ევროკავშირის სამმა ქვეყანამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციების ახალი და ყველაზე მასშტაბური პაკეტი აამოქმედა. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უვადო სანქციები რეჟიმის მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს, პოლიტიკოსებს და პროპაგანდისტებს დაუწესა. ყველა, ვინც შავ სიაში მოხვდა, პერსონა ნონგრატად ცხადდება. მათ სინდისის 52 პატიმრის საქმეების გაყალბება, ცრუ ჩვენების მიცემა და საქმეების შეკერვა არ აპატიეს.