"Aktual Media"-ს მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის, "Novella"-ს პრემიერა გაიმართა
მარნეულის კულტურის სახლში „Aktual Media“-ს მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის, „Novella“-ს პრემიერა გაიმართა.
ფილმი ასახავს იმ აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ისტორიას, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს სხვადასხვა სფეროში და აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე, ფილმი აჩვენებს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ინტეგრაციის მაგალითებს და მათ წარმატებულ საქმიანობას.
ღონისძიებას მარნეულის მერი ქენან ომაროვი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი ქამალ ხალილოვი და საელჩოს თანამშრომლები, ასევე „SOCAR Georgia“-ს წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია, განვითარების და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ემინ ახმედოვი, ბიზნესმენები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ.
„Aktual Media“-ს დამფუძნებელმა და ფილმის იდეის ავტორმა, ილქინ ჰუსეინოვმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მრავალი წლის მანძილზე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა რეალობას აცდენილი ინფორმაცია, რომ თითქოს ისინი საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ არიან აქტიურად ჩართულები. მისი თქმით, დღეს უკვე ძალიან ბევრი ახალგაზრდა აზერბაიჯანელია წარმატებული, რომლებსაც აქვთ საკუთარი პროფესია და რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს გამთლიანებასა და მის ევროპულ მომავალს. სწორედ ამ სტერეოტიპების დამსხვრევის მიზნით შეიქმნა ფილმი "ნოველა".
მან ასევე აღნიშნა, რომ ფილმი ასახავს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდების რეალურ ცხოვრებას, მათ შრომას, წარმატებებს და იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც მათ ქვეყნის განვითარებაში შეაქვთ. ილქინ ჰუსეინოვმა ასევე დააანონსა, რომ „Novella 2“-ის გადაღებაც იგეგმება.
მარნეულის მერმა ქენან ომაროვმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა და მათი ჩართულობა მსგავს პროექტებში.
აუცილებელია მსგავსი პროექტების განხორციელება, რათა თავიდან ავიცილოთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებული მცდარი სტერეოტიპების“. - განაცხადა საქართველოს აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა, ქამალ ხალილოვმა.
ღონისძიების მეორე ნაწილში „Aktual Media“-მ ბიზნესმენები ანარ ფირიევი, იალჩინ გარაქმაზლი, ანარ მამიშოვი და ჯეიჰუნ ჩო ვდაროვი ფილმის, „Novella“-ს მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ასევე დაჯილდოვდნენ ფილმის გმირებიც.
ფილმში წარმოდგენილია ექვსი წარმატებული ახალგაზრდის ცხოვრების ისტორია:
- ედა გოჯაევა – იურისტი და ადვოკატი
- ლინდა მუსტაფაევა – „Pineo“ კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
- შაბან მამედოვი – პიანისტი და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი
- ემილია ჰუსეინოვა – მხატვარი
- სამირა ისმაილოვა – ინგლისური ენის პედაგოგი
- მამედ მურადოვი – სტომატოლოგი
ფილმი იწყება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ინტერვიუთი, სადაც ის აღნიშნავს:
ქართული ენის სწავლით აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს საქართველოში დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები ეძლევათ. უკვე ამოქმედდა ორმაგი განათლების პროგრამები, რაც მომავალში კიდევ უფრო კარგ შედეგებს მოიტანს. აზერბაიჯანელები აქტიურად მონაწილეობენ არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა საზოგადოებრივ სფეროებში. ეს აძლიერებს მათ როლის გაფართოებას საზოგადოებაში." - ამბობს იოსელიანი.
ფილმის მეორე ნაწილში კი წარმატებული აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ისტორიებს ვისმენთ.