მედია: ხულოში მეჩეთი დაიწვა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში მეჩეთი დაიწვა, რომელსაც 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ხანძარი მეჩეთში 3 მარტს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.