ივანიშვილის პარტია ბრიტანეთის თემთა პალატაში თეირანის და მოსკოვის რეჟიმების გვერდით დააყენეს

04.03.25 11:05
ივანიშვილის პარტია ბრიტანეთის თემთა პალატაში თეირანის და მოსკოვის რეჟიმების გვერდით დააყენეს

ივანიშვილის პარტია თემთა პალატაში თეირანის და მოსკოვის რეჟიმების გვერდით დააყენეს.

საქართველოს  შესახებ ბრიტანელმა დეპუტატებმა განცხადებები პარლამენტში გააკეთეს, სადაც პრემიერ-მინიტრს, კირ სტარმერს უსმენდნენ, რომელმაც უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. 

ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ღიად უთხრა სტარმერს, რომ რუსეთი აგრესორია, პუტინს კი დასავლეთის დაყოფა სურს, ამიტომაც დასავლეთს ერთიანობისკენ მოუწოდა.

მეთანხმებით თუ არა, რომ პუტინი იკვებება დასავლეთში გახლეჩილობით, ერთადერთი ვინც ბედნიერია ამის გამო მოსკოვი, თეირანი და თბილისია. ამ ძალიან დელიკატურ მომენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ პალატის ყველა კუთხემ აჩვენოს ერთიანობა, რასაც თქვენგან ქვეყანა ელოდება, ბოლო სამი წლის განმავლობაში - უთხრა ბრიტანეთის თემთა პალატის წევრმა კირ სტარმერს.

პრემიერ-მინიტრის პასუხი კი ასეთი იყო:

მე მას ვეთანხმები. პუტინი იკვებება გახლეჩილობით.  როცა მე ოპოზიციიას ვხელმძღვანელობდი, სწორედ ამიტომ ვუჭერდი მხარს მთავრობას, რადგან პუტინი იქნება ერთადერთი გამარჯვებული, თუ ეს პალატა იქნება გახლეჩილი, ამიტომაც მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ გააგრძელონ ეს ერთიანობა, რადგან ეს იქნება დემონსტრაცია პუტინისთვის, როგორი ერთიანია ბრიტანეთი", - განაცხადა სტარმერმა.