"სამარცხვინოა, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ურჩევნია, მკვლელი დიქტატორების გვერდით იდგეს"- კონგრესმენი ქროუ ტრამპზე
კონგრესმენი ჯეისონ ქროუ X-ზე დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"დონალდ ტრამპი ტოვებს ჩვენს მოკავშირეებს. სამარცხვინოა, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ურჩევნია, რომ ისეთი მკვლელი დიქტატორების გვერდით იდგეს, როგორიც პუტინია. თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს ჩვენი ინტერესია. ტრამპის გამო, ამერიკა ნაკლებად უსაფრთხოა".- წერს ჯეისონ ქროუ.
შეგახსენებთ, CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს