თორნიკე რიჟვაძემ ელისო ბოლქვაძე აჭარის კულტურის მინისტრად დანიშნა

04.03.25 12:09
თორნიკე რიჟვაძემ ელისო ბოლქვაძე აჭარის კულტურის მინისტრად დანიშნა

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის კულტურის მინისტრად პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე წარადგინა. 

„ცვლილება გვაქვს აჭარის მთავრობის სტრუქტურასა და შემადგენლობაში - მოგეხსენებათ, მივღეთ გადაწყვეტილება, არსებული განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

ელისო ბოლქვაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ 85 დეპუტატთაგან, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.