პირველი ინტერვიუები სანქცირებულ მოსამართლეებთან (ვიდეო)

04.03.25 13:36
პირველი ინტერვიუები სანქცირებულ მოსამართლეებთან (ვიდეო)

 

 

"პირველებმა" დღეს იმ საქნცირებულ მოსამართლეებთან სცადა გასაუბრება, რომლებიც სინდისის პატიმრების საქმეებში ფიგურირებენ.

ივანიშვილის მორჩილებაში მხილებულმა მოსამართლეების და პროკურორების აბსდოლუტურმა უმრავლესობამ ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 

მოსამართლე ნინო ენუქიძეც და მანუჩარ ცაცუაც "ტვ პირველის" კითხვებს გაექცნენ. ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასანქცირდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ.

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის  წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რეპრესიებია. ამ შემთხვევაში საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ შემდეგ ადამიანებს:

მოსამართლეები:

  • ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვლი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ეკა ბარბაქაძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე.

პროკურორები:

  • ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჭიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე.

 

მსგავსი სიახლეები