სამაშველო ოპერაცია მტკვარზე - მაშველებმა ავტომობილი იპოვეს, ეძებენ მძღოლს

04.03.25 15:37
სამაშველო ოპერაცია მტკვარზე - მაშველებმა ავტომობილი იპოვეს, ეძებენ მძღოლს

მდინარე მტკვარზე, სადაც ავტომობილი გადავარდა სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - რამდენიმე წუთის წინ, მყვინთავებმა მანქანა იპოვეს. 

რაც შეეხება ავტომობილში მყოფ პირებს - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მანქანაში ერთი პირი იმყოფებოდა. 

სამაშველო სამსახური მოქალაქეს ამ წუთებშიც ეძებს. 

თბილისში, მეტეხის ხიდთან, მტკვარში მანქანა რამდენიმე საათის წინ გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილმა ხიდთან არსებული ჯებირი გაანგრია.

მსგავსი სიახლეები