სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

04.03.25 16:16
სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

უფლებადამცველები ევროპულ სასამართლოში მსახიობისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ.

იურისტებმა უცხოეთში გააგზავნეს ყველა ის მტკიცებულება, რომლითაც ანდრო ჭიჭინაძის საქმეში დევს. 

ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციების ფარგლებში 5 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.