მაშველებმა ცხედარი იპოვეს - მტკვარში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია
თბილისში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია - მაშველებმა მტკვრის კალაპოტიდან ცხედარი ამოიყვანეს. ფაქტს საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში ადასტურებენ.
"პირველებს" უწყებაში უთხრეს, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ავტომობილში, მისი გახსნის შემდეგ აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მსუბუქი ავტომობილი მდინარეში მეტეხის ხიდიდან მას შემდეგ გადავარდა, რაც ჯებირს შეეჯახა.