რეჟიმმა შესაძლოა, სოციალურ ქსელებში ადამიანის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს

04.03.25 17:41
რეჟიმმა შესაძლოა, სოციალურ ქსელებში ადამიანის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს

ერთპარტიულმა პარლამენტმა, მედიის ცენზურის კანონპროექტის განხილვის პარალელურად, შესაძლოა, სოციალურ ქსელებში ადამიანის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. 

რეჟიმმა შესაძლოა, ფესიბუქ-პოსტები ან სოციალურ სივრცეში გამოხტული აზრიც გააკონტროლოს - ეს მოსაზრება დღეს ერთპარტიული პარლამენტის სხდომათა დარბაზში სოზარ სუბარმა გამოთქვა.

დღეს, ტელევიზიაზე, რადიოზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. სოც-ქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა. კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა, რომ ადამიანის ღირსება, პირადი ცხვორება იყოს დაცული, რომ ის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მედიის შემზღუდავი კანონპროექტის ავტორი, არჩილ გორდულაძე კი დღეს ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მედიის ცენზურის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მედია-ორგანიზაცია რეგულაციებს არაფერად აგდებს და დიდი "წარმატებით" არღვევენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი არის თვითრეგულირების ნაწილი, არავითარი ქმედითი მექანიზმი არ არსებობს.  ნაცვლად თვითრეგულირებისა, იქნება კომუნიკაციების კომისიაში, რასაც ექნება პრევენციული მექანიზმი". - განაცხადა არჩილ გორულაძემ.