ოლიგარქის ჩამოშლილი სისტემა - როგორ დატოვა ქვეყანა ბაჩიაშვილმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა

04.03.25 20:02
ოლიგარქის ჩამოშლილი სისტემა - როგორ დატოვა ქვეყანა ბაჩიაშვილმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა

ივანიშვილის სპეცსამსახურები, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა ერთად ადგენენ, როგორ დატოვა საქართველო გიორგი ბაჩიაშვილმა. ბაჩიაშვილს პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა, სასაზღვრო კონტროლის დროს კი ის წითელ სიაში უნდა ყოფილიყო. ახლა ჩნდება კითხვა: მესაზღვრემ ის ამის მიუხედავად გაატარა, თუ ბაჩიაშვილმა ქვეყანა მწვანე დერეფნის საშაუალებთ დატოვა? პროკურორი ამბობს, ამ საქმეზე გამოძიება ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს.   

გიორგი ბაჩიაშვილს დღეს სასამრთლო პროცესზე ელოდნენ, სადაც მისი და ივანიშვილის საუბრის ჩანაწერის ექსპერტიზის შესახებ გერმანელი ექსპერტი უნდა დაეკითხათ. პროცესი ორ საათზე იყო ჩანიშნული. სხდომის გახსნამდე ორი საათით ადრე ბაჩიაშვილმა განაცხადება გაავრცელა, რომ ქვეყნიდან წავიდა და მიზეზებიც ახსნა. 

ბაჩიაშვილი წერილში წერს, რომ ივანიშვილის მხილების და მისი რეჟიმის დემონტაჟისთვის თავისუფლებიდან უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე ციხეში, სადაც რამდენიმე დღეში უკვე უნდა გაეშვათ. ბაჩიაშვილის ამ სვლით, ფაქტია, რომ მთელი სისტემა გაოგნებულია. დღეს მოსამართლის კითხვაზე, სადაც არის ბრალდებული, პროკურორს პასუხიც კი არ ჰქონდა. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები