ვენეციის კომისია "ოცნებას" ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ამხელს
ვენეციის კომისია "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხის წინააღდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ამხელს. რეჟიმის მიერ გამკაცრებულ კანონებზე დაჩქარებული წესით დასკვნა ევროსაბჭოს იურიდიულმა ჯგუფმა მოამზადა. ბუნდოვანი ჩანაწერები ადმინისტრაციულ კოდექსში, გაზრდილი ჯარიმები და 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, საერთაშორისო იურისტთა ჯგუფის დასკვნით, მოსახლეობის დაშინებას და საპროტესტო მუხტის ჩახშობას ემსახურება.
საქართველოს ევროსაბჭოს წევრია, ვენეციის კომისია ევროსაბჭოს იურიდიული ჯგუფი, ამიტომ დასკვნაში ასახული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო "ოცნებას" პრობლემები ექნება. ამიტომ, ოლიგარქის პარტიამ გადაწყვიტა, ვენეციის კომისიას კომპეტენცია დაუწუნოს, ოღონდ არც ამ დასკვნის ნაწილებს ეწინაღმდეგება, რომ კანონების მოქალაქეების დასაშინებლად და უწყვეტი აქციების დასაშლელად მიიღეს.
ვენეციის კომისიას "ქართული ოცნების" დრაკონული კანონების შემოწმება სახალხო დამცველმა სთხოვა. დასკვნაც ლევან იოსელიანის მიმართვის საფუძველზე დაიწერა, ამიტომ "ქართული ოცნება", რომელიცამ ომბუდსმენთან კონფლიქტში არ შედის, ახლა მძიმე დღეში აღმოჩნდა. ახალი სადამსჯელო წესები "ოცნებამ" აამოქმედა, თუმცა უჭირს აღსრულება. ყველა საქმე, საბოლოოდ, თავს სასამართლოში იყრის, სასამრთლო კი განხილვებს ვერ აუდის.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.