საბა სხვიტარიძის საქმე ჩამოშლის ზღვარზეა - რა თქვეს პროცესზე მოწმე პოლიციელებმა
პროკურატურას მოწმე პოლიციელებმა საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ შეკერილი საქმე ჩამოუშალეს. მიხეილ წიკლაური ის პოლიციელია, რომელიც 5 დეკემბერს მირიან ქავთარაძესთან ერთად, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, ჩასაფრებას აწყობდა. მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ადგილზე მყოფ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირებს არავისთვის განუმარტავთ, რომ ისინი ძალოვანი უწყების თანამშრომლები იყვნენ. შესაბამისად, იმ დროს, როცა ტიტუშკების ფორმაში გამოწყობილი ხალხი ქალებს ურტყამდა, არავინ იცოდა, რომ კაპიუშონებში შენიღბული პოლიციელები იყვნენ.
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ქავთარაძე ადგილზე ხალხს აგინებდა, ეს კადრებშიც კარგად ისმის. მოწმე ამტკიცებს, რომ ადგილზე ქავთარაძის გინება არ გაუგია, ბოლოს კი დარბაზი ისე დატოვა, რომ საქალაქოს დერეფანაში თავადაც ბრალდებულს და მის გარემოცვას აგინებდა.
საქმე თავდაყირაა დააყენა სამედიცინო ექსპერტმაც. სხდომათა დარბაზში გაირკვა, რომ მოწმე ექსპერტს მირიან ქავთარაძე თვალითაც კი არ უნახავს. ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ დოკუმენტების საფუძველზე ჩაატარა და დასკვნა ასე დაწერა. მოსამართლეს სწორედ ეს დოკუმენტი წაუკითხა ისე, რომ არც კი განუმარტავს, რატომ არ ნახა დაზიანებები მირიან ქავთარაძის სახეზე და რატომ არ დაადგინა, რითი იყო მიყენებული.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.