რეპრესიული კანონი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ - რა ეზღუდებათ დასაქმებულებს

04.03.25 20:40
რეპრესიული კანონი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ - რა ეზღუდებათ დასაქმებულებს

მოსამართლეების პროკურორებს და ნებისმიერ საჯარო მოხელეს უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებელად წასვლაც კი აეკრძალებათ. "ქართული ოცნება", პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის მსგავსად ქვეყნიდან გასვლას და უცხოეთში საქმიანობას უკრძალვას ყველას, ვინც საჯარო სამსახურშია დასაქმებული. თუ მოსამართლეს სურს, რომ ამერიკის საელჩოს ორგანიზებულ სემინარს დაესწროს და კვალიფიკაცია აიმაღლოს, ეს, ,,ქართული ოცნების’’ ახალი ინიცირებული კანონით, მატერიალურ სიკეთედ ითვლება და თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმ  არ იმსჯელებს, მოსამართლე ვერც კვალიფიკაციას აიმაღლებს და უნივერსიტეტში ლექციასაც ვერ ჩაატარებს.

,,ქართული ოცნება’’ ასე მსჯელობს: თუ საელჩო გადაწყვეტს, რომ რომელიმე მოსამართლე მიიწვიოს, ლექციები ჩაუტაროს და უცხო ქვეყნის პრაქტიკა გააცნოს, ეს მათ გადაწყვეტილებებეზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთი მექანიზმია. ანუ რეჟიმი ისევ უხილავ ძალას ებრძვის და ცდილობს, მოსამართლეებზე გავლენა უფრო მეტად გაზარდოს და დასაჯოს ყველა, ვისაც კლანისგან განსხვავებული აზრი აქვს.

,,ქართული ოცნების’’  და ,,ხალხის ძალის’’ ინიცირებული ახალი კანონპროექტი არ ეხებათ მხოლოდ მოსამართლეებს. ეხებათ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც აკადემიურ საქმიანობის ეწევიან და შემოსავალს იღებენ. აქამდე, ვინ სად წაიკითხავდა ლექციას, მხოლო კონკრეტული პირის გადასაწყვეტი იყო, ახლა კი უნივერსიტეტსაც კი, სადაც ლექსციების კურსი უნდა აიღო, დამოუკიდებლად ვეღარ შეარჩევენ და ხელმძღვანელისგან წერილობითი თანხმობა იქნება საჭირო. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები