"ოცნება" მედიის შემდეგ სოცქსელების გაკონტროლებასაც გეგმავს

04.03.25 21:00
 "ოცნება" მედიის შემდეგ სოცქსელების გაკონტროლებასაც გეგმავს

მედიის წინააღმდეგ რეპრესიული კანონების შემდეგ "ქართული ოცნება" სოციალური ქსელების გაკონტროლებასაც აპირებს. ირკვევა, რომ ივანიშვილის პარტიისთვის მხოლოდ კრიტიკული მედიის გაჩუმება საკმარისი არ არის. მათი მიზანია, აკონტროლონ ვინ რას წერს ფეისბუქში და რა ვიდეო ქვეყნდება ტიკ ტოკზე, ამიტომ პოსტების კონტროლსაც ოლიგარქის რეჟიმის საკუთარ თავზე იღებს.  

ფეისბუქის და ტიკტოკის ცენზურა "ქართული ოცნების" გამოგონება არ არის. ასეა დიდი ხანია რუსეთში, სადაც ერთი პოსტის გამო ადამიანებს აკავებენ და ციხეში უშვენენ. ამიტომ ონლაინ ცენზურზე და მათი აღსრულების შესახებ ფიქრი აქ დიდხანს არ დასჭირდებათ.

პარლამენტმა დღეს რეპრესიულ კანონებზე თითქმის ცარიელ სხდომათა დარბაზში იმსჯელა. "ოცნების" რამდენიმე დეპუტატი, ვინც დარბაზში იყო, ტელეფონით სარგებლობდა და განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. ოპოზიციის როლი სოზარ სუბარმა მოირგო და ეცადა, კრიტიკული კითხვები დაესვა. 

"ოცნება" ახალი რეპრესიული კანონების ამოქმედებას ჩქარობს. პირველი მოსმენით დამტკიცდა კანონი, რომელიც არასამთავრბო ორგანიზაციების დამფუძნებლების ციხეში 5 წლით გაშვებას ითვალისწინებს. თუკი რუსული კანონით არასამთავბო ორგანიზაცია, რომელიც აგენტების რეესტრში არ დარეგისტირდებოდა, ჯარიმდებოდა, ახლა ხუთი წლით სასჯელია გათვალისწინებული.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.