დატოვებენ თუ არა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პატიმრობაში - რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე

04.03.25 21:18
დატოვებენ თუ არა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პატიმრობაში - რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე

დატოვებენ თუ არა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პატიმრობაში-აღკვეთის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ.

პროკურატურა ითხოვს, რომ ჟურნალისტი ციხიდან არ გაუშვან, რადგან არსებობს მზია ამაღლობელის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. მანამდე კი მოსამართლემ დასაშვებად არ ცნო საქმეში დაცვის მხარის მიერ დასახელეებული მოწმეები, სამაგიეროდ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და საქმეში ჩადო რეჟიმის პოლიციელის აბსურდული პატაკი, რომელშიც გურიის პოლიციის დეტექტივი ირწმუნება, რომ მისი ინფორმაციით, ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა, ამ ეტპაზე, დაუდგენელ პირებთან ერთად, სატელეფონო კომუნიკაციის გზით. 

მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებასთან დაკავშირებით.

მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ის მოისმენს მხარეების არგუმენტებს, დარჩეს თუ არა რეჟიმის ტყვე ჟურნალისტი პატიმრობაში და სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

პროკურატურის წარმომადგენლები ჟურნალისტის პატიმრობაში დარჩენას ითხოვენ და ამბობდნენ, რომ არსებობს ორი მთავარი საფრთხე- მიმალვის და დანაშაულის გამეორების საფრთხე.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არსებოსბ ახალი დანაშულის ჩადენის საფრთხე. ის საფუძვლები, რამაც განაპირობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, სხდომის შემდგომ არ შეცვლილა არსებითად და ზუსტად იგივე ინტენსივობით არსებობს ამის საფრთხე. ასევე ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მიმალვსი საფრთხეც არსებობს. მიგვაჩნია, რომ პატიმრობა არის პროპორციული აღკვეთის ღონისძიება და უნდა დარჩეს პატიმრობაში“, - განაცხადა ბრალდების მხარემ სხდომაზე.

დაცვის მხარე, კერძოდ კი, ადვოკატი მაია მწარიაშვილი, აპროტესტებდა ბრალდების მხარის არგუმენტებს, ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც, ვიქტორ მეტრეველი დაცვის მხარის შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს.

მაია მწარიაშვილის თქმით, რისკების შეფასების გარეშე, მობილურ ტელეფონთან წვდომასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის კონვენციის უხეში დარღვევა და ასევე, ვერ მოისმინა ბრალდების მხარის არგუმენტები, რაზე დაყრდნობითაც არსებობს მიმალვის, ან დანაშაულის გამეორების საფრთხე.

შესაბამისად, დაცვის მხარე აყენებს შუამდგომლობას და ითხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდეს.

სასამართლო ვერ გამოიყენებს შაბლონურ არგუმენტაციას, ყოველგვარი ინდივიდუალური გარემოებების და რისკების შეფასების გარეშე“, - აღნიშნა მწარიაშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 38 დღიანი შიმშილობის შემდგე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა. პროცესს ესწრებიან მზია ამაღლობელის კოლეგები და ჟურნალისტის ახლობლები.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

  • აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა. საქმეს ნინო სახელაშვილის ნაცვლად 39 წლის ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. ამაღლობელის კოლეგები და ახლობლები ამბობენ, რომ ახალ მოსამართლეზე ინფორმაციას არ ფლობენ და აქამდე მასზე არაფერი სმენიათ. მათი თქმით, ვიქტორ მეტრეველის სახელზე აქამდე არცერთი განხილული საქმე არ იძებნება.