მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს
სასამართლომ “ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გადაწყვატილებას ხმაური მოჰყვა.
საუბარია მზია ამაღლობელის ადვოკატების - მაია მწარიაშვილის, ჯუმბერ ქათამაძისა და რაჟდენ ხიმშიაშვილის სარჩელზე.
სარჩელი ეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, უკანონოა. კერძოდ, 13 თებერვალს ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს, თუმცა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 14 თებერვალს ის დაუშვებლად ცნო.