მოსამართლემ უკანონობის ყველა რეკორდი მოხსნა - მაია მწარიაშვილის პირველი კომენტარი

მოსამართლემ იმ ხარისხის უკანონობა ჩაიდინა, რომ ყველა რეკორდი მოხსნა, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებებში - ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მწარიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ იმდენად წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო, რომ შეფასებაც კი უჭირს.
“ნეტა გააზრებული თუ აქვს მოსამართლეს, რა დონის დანაშაული ჩაიდინა“, - ამბობს ის.
მოსამართლემ იმ ხარისხის უკანონობა ჩაიდინა, რომ რა გითხრათ, მოხსნა ყველა რეკორდი, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებებში.
მოსამართლემ ამ პროცესზე დაცვის უფლების გარეშე დატოვა მზია, ამოიღო განურჩევლად ყველა მტკიცებულება საქმიდან, ამოიღო ვიდეოკადრები, რისიც ეშინიათ, სადაც ჩანს, როგორ აკავებს ბესელია, როგორ გამოიყურება დგებუაძე, როგორ მოქმედებს. დატოვა მხოლოდ ბრალდების მტკიცებულებები, რომ დგებუაძეს გაუწითლდა ლოყა, ანუ რაც მოიტანა ბრალდებამ, არის მხოლოდ ის საქმეში. მიიღო წარმოუდგენელი გადაწყვეტილება, შეფასებაც კი მიჭირს. ნეტა გააზრებული თუ აქვს მოსამართლეს, რა დონის დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ მზია არ დავტოვეთ დაცვის უფლების გარეშე, თორე ამ პროცესზე, არცერთი პროფესიონალი, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს, არ უნდა დარჩენილიყო. ერთადერთი მოტივაცია იყო ის, რომ მზია არ დავტოვეთ დაცვის უფლების გარეშე და ვაიძულეთ ეს სასამართლო და ბრალდება, ესმინათ ჩვენთვის ბოლომდე“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
სასამართლომ “ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.