“უსამართლო სასამართლო “- მზია ამაღლობელის გზავნილი

05.03.25 00:03
“უსამართლო სასამართლო “- მზია ამაღლობელის გზავნილი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.

გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. მზია ამაღლობელს ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით: "უსამართლო სასამართლო".