"მონა!" რუსებო!" - ამაღლობელის საქმის პროკურორი სასამართლო დარბაზიდან საპროტესტო შეძახილებით გააცილეს

05.03.25 12:02
"მონა!" რუსებო!" - ამაღლობელის საქმის პროკურორი სასამართლო დარბაზიდან საპროტესტო შეძახილებით გააცილეს

მზია ამაღლობელის საქმე და პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში - მოსამართლის მიერ ვერდიქტის გამოცხადებას გუშინ სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. "მონა!" ამ შეძახილებით მიმართავდა დამსწრე საზოგადოება მოსამართლე ვიქტო მეტრეველს. 

სასამართლო დარბაზის დატოვება სირცხვილის დერეფნის გავლით მოუწია პროკურორსაც. "რუსებო!" "რუსის მონებო!" - ყვიროდნენ მოქალაქეები. დასანქცირებული თორნიკე გოგეშვილი ამტკიცებდა, რომ ბრალდებული წინარე ქმედება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე მიუთითებდა. მისივე მტკიცებით, არსებობდა მიმალვის საფრთხეც. 

გუშინ, მრავალსაათიან წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე ცდილობდა, მოსამართლისთვის დაემტკიცებინა, რომ ის მტკიცებულებები, რომლის დაშვებასაც ბრალდების მხარე ითხოვდა, უსაფუძვლო და უარგუმენტო იყო. ინტერესების დამცველები ამბობდნენ, რომ საქმეს არც გურიის დეტექტივის პატაკი უნდა დართულიყო. 

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად აცნო, ადვოკატებმა თქვეს, რომ ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი, ფაქტობრივად, დაცვის უფლების გარეშე დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ “ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გუშინდელ პროცესზე გამოაცხადა.