ანატოლი გიგაურის საქმე - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე

05.03.25 14:04
ანატოლი გიგაურის საქმე - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე

ანატოლი გიგაურის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 14 მარტს გაიმართება. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია გიგაურის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე სავარაუდოდ, სწორედ 14 მარტს იმსჯელებს. გიგაურს, რომელსაც რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება, ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ თავს იცავდა.

დღევანდელ სხდომაზე კი ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ასევე გამოკითხა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი. მან საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერს ჩაუტარა ექსპერტიზა. 

ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა ექსპერტი, რომელმაც დაადგინა, რომ ვიდეოში გამოსახული პიროვნება არის ანატოლი გიგაური. ამ ფქტობრივ გარემოებას ჩვენ არ უარვყოფდით. ვადასტურებთ პირველივე პროცესიდან, რომ ვიდეოში ნამდვილად არის ანატოლი გიგაური და ახორციელებს იმ მოქმედებას, ჩართულია აქციაში, შესაბამისად, არ იყო ექსპერტის დაკითხვის საჭიროება და ბუნებრივია, უდაოდ ვცანით. ასევე ბრალდების მხარემ სრულად გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულებები, შესაბამისად მორიგ ჯერ ზე ველოდებით მოწმეებს", - ამბობს ანატოლი გიგაურის ადვოკატი. 

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები