საია: მზია ამაღლობელის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეცედენტი არ მოეძებნება

05.03.25 14:55
საია: მზია ამაღლობელის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეცედენტი არ მოეძებნება

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში - ასე ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას. 

როგორც საია წერს, უკანონოდ დაკავებულ ჟურნალისტს ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.

📣 მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად  ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. 
⭕️ სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო  17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. 
⭕️ აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. 
⭕️ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ “ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გუშინდელ პროცესზე გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები