ქურდოვანიძე: მზია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასაც ედავებიან, საქმე ხვალ განიხილება

05.03.25 15:09
ქურდოვანიძე: მზია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასაც ედავებიან, საქმე ხვალ განიხილება

მზია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასაც ედავებიან- როგორც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე ხვალ განიხილება.

მზიას ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, ეს საქმე ხვალ, 15:00 საათზე განიხილება. საქმე დაფუძნებულია გაყალბებულ ოქმებზე - როგორც ადმინისტრაციული დაკავების, ასევე - სამართალდარღვევის ოქმებში წერია ტყუილები. დაკავების ოქმი გასაჩივრებულიც გვაქვს შსს-ში და გუშინ მივიღეთ პასუხი, რომლითაც დგინდება, რომ ჩვენი საჩივარი თურმე ისევ იმას დააწერეს, ვის წინააღმდეგაც ვდაობთ", - წერს ქურდოვანიძე. 

მსგავსი სიახლეები