25 კგ აქვს დაკლებული - თემურ ქათამაძე "ვივა მედში" ადვოკატმა მოინახულა

05.03.25 15:52
25 კგ აქვს დაკლებული - თემურ ქათამაძე "ვივა მედში" ადვოკატმა მოინახულა

ბათუმელი მედროშე კლინიკა "ვივა მედში" ადვოკატმა მოინახულა - როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, თემურ ქათამაძემ დროებითი მოთავსების ცენტრში გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

ადვოკატის თქმით, ქათამაძეს შიმშილობის შედეგად 25 კგ. აქვს დაკლებული. 

დღეს შევხდი ბატონ თემურს და მის ექიმსაც. გუშინ გადმოიყვანეს კლინიკა "ვივა მედში" მისი მოთხოვნის შესაბამისად. დილიდან ითხოვდა ის გადმოყვანას, თუმცა დროში გაჭინაურდა. მას შემდეგ კი რაც დროებითი მოთავსების ცენტრში ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, სასწრაფო დახმარების მეშვეობით გადმოიყვანეს კლინიკაში. მან კლინიკაში გადმოყვანისთანავე შეწყვიტა შიმშილობა, იმიტომ, რომ თავს ძალიან სუსტად გრძნობდა. აღენიშნება 25 კილოგრამიანი წონაში კლება, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოქმედებდა. ამის შემდეგ იმყოფება ჩვეულებრივ კლინიკის კვებაზე, რჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ და ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენი ხანი დატოვებენ კლინიკაში". - ამბობს ადვოკატი.

ქათამაძემ 48 დღიანი შიმშილობის შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტა. პაციენტი მკურნალობას კლინიკა ვივამედში აგრძელებს. "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით,  ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მსგავსი სიახლეები