ვერ ვიგებ, კონკრეტულად, რას მედავებით? ანდრო ჭიჭინაძემ რა დააშავა? - ანდრო ჭიჭინაძე
ვერ ვიგებ, კონკრეტულად, რას მედავებით? ანდრო ჭიჭინაძემ რა დააშავა? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლოს.
როგორც მან აღნიშნა, არც ერთი დაკავებული ერთმანეთს არ იცნობდა, არადა, მათ ჯგუფური დანაშაულის ჩადენას ედავებიან.
ვერავის შეაშინებთ! შიშიც ადამიანურია, გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება - თქვა სინდისის პატიმარმა.
„პროკურორებს მინდა მივამართო, შემომხედოთ, თქვენი ბრალდება ჰგავს, ეჟენ იონესკო არის ასეთი მწერალი, რომელიც აბსურდის გამროჩეული მწერალია, მისი პერსონაჟები ლააპრაკობენ ერთი შეხედვით გაუგებარ ენაზე. ვერ ვიგებ, რაზე ვდავობთ. კონკრეტულად, რას მედავებით? ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშავა? ეს ერთი, მეორე - ჯგუფურობას ნაცნობობა არ სჭირდება? როგორ შეიძლება გვერქვას ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს?
რაღაც ჯგუფში ვართ მოაზრებულები, სადაც, „დანაშაული“ ჩავიდინეთ, თან, სხვადასხვა დროს ჩადენილ „დანაშაულს“ გვედავებით. როგორ შეიძლება ეს ჯგუფური იყოს?.. ვერავის შეაშინებთ! შიშიც ადამიანურია, გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.
პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს და საფუძვლად "მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს" ასახელებს.
ადვოკატები სასამართლოსგან ითხოვენ, გააუქმოს გამოყენებული პატიმრობა და არ გამოიყენოს არც ერთი აღკვეთის ზომა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დარბაზიდან დაკავებულები.
"ევროპული მომავლის დაცვის მიზნით აქციაზე მყოფი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს და დღემდე არაა ცნობილი, რას ედავებიან. ბრალდება იმდენად ზოგადია, რომ დაკონკრეტებაც კი ვერ მოხდა. გვიჭირს საუბარი, რას ედავება ბრალდება. რა არის ის უკანონო მოქმედება, რომელიც ანდრო ჭიჭინაძემ ჩაიდინა. თუ ვინმე ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდა აქციაზე, ესენი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ამას ვიდეოებში ვნახავთ კიდეც." აღნიშნა პროცესზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.