პირველი ინტერვიუ ქალთან, რომლის შვილიც ევროპელი და კანადელი პენსიონერების ძარცვაშია მხილებული
პირველი ინტერვიუ ქალთან, რომლის შვილიც ევროპელი და კანადელი პენსიონერების ძარცვაშია მხილებული, მის სახელზე კი მოულოდნელად მილიონების ქონება გაფორმდა. მზევინარ კურტანძე აკაკი ქვეხიშვილის დედაა - კაცის, რომლის კვალზეც გამომძიებელი ჟურნალისტები გავიდნენ და დაადგინეს, რომ ის იმ კომპანიის არაფორმალური მმართველია, რომელსაც ოფისები მთელს თბილისში, მათ შორის სუსთან ახლოს აქვს განთავსებული.
ქალი "პირველებთან" მისი შვილის შესახებ ბრალდებებს უარყოფს, თუცა არ პასუხობს კითხვას, როგორ მოახერხა 2 მლნ-იანი ქონების დაგროვება.
აკაკი ქევხიშვილს არანაირი ქოლცენტრი არ აქვს და ცილისწაებას თავს თუ არ დაანებებთ, სასამართლოში გიჩივლებთ, - ამბობს მზევინარ კურტანიძე.
ე.წ. „ქოლ- ცენტრების იმპერიის" შესახებ გამოძიება ქართველმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა აწარმოეეს. საქმე ეხება ევროპელი და კანადელი პენსიონერების ძარცვას.
გამოძიებაზე უშაობდნენ: OCCRP, ფლანგვის დეტექტორი, სტუდია მონიტორი, აი, ფაქტი. საკითხზე 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები მუშაობდნენ. გამოძიება დაფუძნებულია შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წყაროს მიერ მიწოდებულ მასალაზე. გამოძიებას კოორდინირება გაუწია OCCRP-მა, საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ორგანიზაციამ.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქოლცენტრს მართავს კომპანია A.K. Group, რომლის მთავარი ოფისიც თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე სუს-ის შენობიდან 500 მეტრში მდებარეობს. მათ დამატებითი ოფისი აქვთ ასევე შარტავას ქუჩაზეც.
A.K. Group-ის მფლობელი 36 წლი მერი შოთაძეა. საერთაშორისო გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრის - აკაკი ქევხიშვილის ვინაობა დაადგინეს და მასალები პროკუტურასაც გადასცეს. ირკვევა, რომ თუ აქამდე 33 წლის ქევხიშვილი არაფერს ფლობდა, ბოლო პერიოდში მისი დედის სახელზე უკვე 2 მლნ-ზე მეტი ქონებაა გაფორმებული.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.