გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს
გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
დღეს სასამართლო სხდომაზე პროკურორი ანი ხახანაშვილი ამტკიცებდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა სომხეთი კი რუსეთის ფედერაციის პასპორტით დატოვა.
ირკვევა, რომ საქმეში სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმები და ინგა გრიგოლიასთვის მიცემული ინტერვიუ დევს.
გომელაური ახლა ეძებს ბაჩიაშვილთან კავშირში მყოფი პირებს.
ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.