რაც ჩვენ დაგვიჭირეთ, კრიმინალი ნულზე ჩამოვიდა?... თქვენ ხარ ის, ვინც დედები ატირეთ ციხეებთან - ონისე ცხადაძე პროკურორებს

05.03.25 18:31
რაც ჩვენ დაგვიჭირეთ, კრიმინალი ნულზე ჩამოვიდა?... თქვენ ხარ ის, ვინც დედები ატირეთ ციხეებთან - ონისე ცხადაძე პროკურორებს

რაც ჩვენ დაგვიჭირეთ, კრიმინალი ნულზე ჩამოვიდა?... თქვენ ხარ ის, ვინც დედები ციხეებთან ატირეთ - ამ სიტყვებით მიმარტა სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ სასამართლოს ხდომაზე საქმის პროკურორებს და მათ უსურვა ისეთივე თავისუფლება გამოსცადონ ოდესმე, როგორსაც რეჟიმის ტყვეები ოთხ კედელში გამომწყვდეულები გრძნობენ. 

ონისე ცხადაძემ სანქცირებულ პროკურორს, ვაჟა თოდუას პირდაპირ უთხრა, რომ სწორედ მან ატარა მომავალი თაობის ცრემლიანი დედები ციხეებთან.

ღმერთის გეშინოდეთ - მიმაღთა სინდისის პატიმარმა საქმის პოკურორებს - ვახტანგ ცალუღელაშვილს და ვაჟა თოდუას. 

პროკურორებთან მექნება რამდენიმე კითხვა, რაც ჩვენ დაგვიჭირეთ, კრიმინალი ჩამოვიდა ნულზე... რაზე ვკამათობთ სასაცილოა. ამ ადამიანებს მინდა დავანახო, ამ პროფესიას რომ ირჩევდნენ, ფიქრობდნენ, რომ ჩვენნაირები უნდა დაესაჯათ. ციხეში ვუყურე, რომ ადამიანის სახლიდან ამოიღეს საბრძოლო მასალა, ხელყუმბარები, კალაშნიკოვები. დანაშაული ითვალისწინებდა 3-6 წლამდე. ჩვენი ბრალი კი 4-დან 6-წლამდეა. სჯობდა, სახლში მთელი შეიარაღება მქონოდა, ვიდრე აქციაზე წავსულიყავი...

ორი ამბავია, რითაც პატიმრობაში გვტოვებთ. ერთი იყო მიმალვა, მეორე ახალი დანაშაული. როცა ვმსჯელობთ, იყო თუ არა ეს დანაშაული, ეგ უნდა გამოირიცხოს. მიმალვას რაც შეეხება, 5 დეკემბერს დამაკავეს. 2 დღით ადრე დავწერე, რომ ინფო მქონდა, რომ დამაკავებდნენ. 

სახლში ვიყავი თერჯოლაში. დივანზე მეძინა. მიმალვას რომ აპირებდეთ, მიიმალებოდით სახლში დივანზე? შეგიძლიათ ჩემი ფბ პოსტი ნახოთ. თან გადასაფარებელიც არ მეფარა. სხეულის არცერთ ნაწილს არ ვმალავდი. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, ნული ირონიის, ნული ბოროტებით, კეთილი გულით გისურვებთ, თავისუფლება მინდა გამოცადოთ, რას ნიშნავს, როცა არავისზე ხარ დამოკიდებული. ბატონო ვაჟა, პირველ ორ პროცესზე მორცხვად იყავით, ახლა გაშალეთ მხრები. თქვენ ხართ ის, ვინც 19-20 წლის პატიმრების დედები ატარეთ ციხეებთან, არ დაგავიწყდეთ და ცოტა შეგრცხვეთ.

  • მოსამართლე - თავი შეიკავეთ შეურაცხყოფისგან.
  • ონისე - არ ვიცოდი, თუ ეს შეურაცხყოფა იყო.
  • მოსამართლე - ეს გაფრთხილებაა, გაძევებული იქნებით.
  • ადვოკატი - ეს მუქარაა. 
  • მოსამართლე - სამართლებრივი პროცედურაა. 

ონისე - მინდა გირჩიოთ, ღმერთის გეშინოდეთ. ამ ქვეყანაში ვიღაცებს კონკრეტული ადამიანის ეშინია, მაგრამ ღმერთის გეშინოდეთ. ბოლოს მინდა ვთქვა, როგორც საბჭოთა ცენზურას გაეპარა უამრავი ფილმი და წიგნი, ისე გაეპარებათ ამათ სერიალი ტიფლისი. სდაკუთარ თავზე გადაიღეს მათ ეს თუ რა სიმახინეჯეებს აკეთებენ. მიხარია, რომ ამ ფილმის მთავარი გმირი, კახა კინწურაშვილი ცხოვრებაშიც იგივე როლს ასრულებს. უბრალოდ, "არჩილს" რა სჭირს ეს არ ვიცი", - განაცხადა ონისე ცხადაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები