თუ გინდათ დაიჭირეთ! - ვინ დაასახელა "ორგანიზატორად" რეზო კიკნაძემ (სიტყვა სასამართლოზე)

05.03.25 18:49
თუ გინდათ დაიჭირეთ! - ვინ დაასახელა "ორგანიზატორად" რეზო კიკნაძემ (სიტყვა სასამართლოზე)

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე, რომელიც პროტესტის ნიშნად მეექვსე დღეა შიმშილობს, სასამართლოს იმ "ორგანიზატორს" ასახელებს, რომელმაც მისი თქმით, აქციაზე გაიყვანა. კიკნაძე ამბობს, რომ ეს ირაკლი კობახიძეა, რადგან სწორედ მისი გაკეთებული განცხადების შემდეგ გავიდა ქუჩაში. 

როცა დამიჭირეს, პოლიციელები მაიძლებდნენ ორგანოზატორად დაასახელე კონკრეტული გვარებიო - თუ გინდათ დავასახელებ ორგანიზატორს და დაიჭირეფ - ეს არის კობახიძე - მე პირადად ირაკლი კობახიძის სიტყვის მერე გამოვედი, როცა განაცხადა, რომ ევროკაშირთან მოლაპარაკებას 2030 წლამდე ვწყვეტო. აი ეს იყო ჩემი თავის ორგანიზატორი. მინდა მადლობა გადავუხადო რუსის მიერ დამონებულ ქვეყნის მტრებს, რომლებმაც აქ გამომკეტეს, რათა ცხოვრების აზრი დამანახეს. მათ გამოა რომ ეშმაკთან ჭადრაკის პარტიაში მოგებულ წლებს ფუჭად არ ჩაუვლია. 

წინა სასამართლოზე არ მომცეს საუბრის საშუალება - მეექვსე დღეა ვშიმშილობ, ამის მიზეზი არის ერთი ის, რომ აბსურდული ბრალდებით გამომკეტეს და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მაქვს. მეორე ჩემს ადვოკატს უგზავნიან პოლიციას", - განაცხადა სინდისის პატიმარმა. 

კიკნაძემ სიტყვა იგავებით დაიწყო, თუმცა მოსამართლემ გააწყვეტინა. სინდისი პატიმარმა ისაუბრა მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟსა და მუქარაზე და რეჟიმს პირდაპირ უთხრა, რომ ვერ შეაშინებენ. 

ხორციელდება შანტაჟი დაშინება. აზრი არ აქვს, ვერ დაგვაშინებთ. ჩემი ცხოვრება შეიცავალა, შეგრძნება მაქვს, რომ ვალი რაც მქონდა, მოვიხადე ქვეყნის და ხალხის წინაშე. ცხოვრების აზრი დამანახეს რუსის მონებმა. არანაირი დაშინება და შანტაჟი არ გაჭრის - რამე დანაშაული რომ გვქონდეს ასეთი თავდაჭერილები ვიდგებოდით? 
ამათ ეგონათ დაგვმარხეს, მაგრამ არ იცოდნენ რომ სინამდვოლეში ბრძოლის ჟინი დაგვიბრუნეს", - თქვა რეჟიმის ტყვემ. 

სინდისის პატიმარმა თავისი გამოსვლა სასამართლოში დავით აღმაშენებლის სიტყვებით დაასრულა. 

დავით აღმაშენებლის სიტყვებით დავასრულებ, სელჩუკებს ასეთი წერილი გაუგზავნა სელჩუკებს, როცა ხარკი მოითოვეს - ამიერიდან არავის ვეკუთვნით გარდა თვინიერ დამბადებლისა. გავიმარჯვებთ სახელოვნად"- განაცხადა კიკნაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.