როგორ დატოვა საქართველო ბაჩიაშვილმა - რა ვერსია აქვს გამოძიებას და რა დევს საქმის მასალებში

05.03.25 20:04
როგორ დატოვა საქართველო ბაჩიაშვილმა - რა ვერსია აქვს გამოძიებას და რა დევს საქმის მასალებში

როგორ გაეპარა რეჟიმს ქვეყნიდან გიორგი ბაჩიაშვილი - ვახო გომელაურმა და გრიგოლ ლილუაშვილმა, ახლა ოლიგარქს უნდა აუხნსნან, როგორ დატოვა საქართველო კაცმა, რომლის სამაგალითოდ დასჯასაც ივანიშვილი აპირებდა.  

გომელაურის უწყებას პირველი განცხადებისთვის 30 საათზე მეტი დასჭირდა - ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილმმა მმართველმა საქართველო სომხეთის საზღვრის გავლით  ავტომობილში მოწყობილი სამალავით დატოვა. არსებობს ვერსია, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულებები. ჯერ ვერც ის დაადგინეს, სომხეთიდან რომელ ქვეყანაში გადავიდა ბიზნესმენი და ვინ დაეხმარა მას გაქცევის სპეცოპერაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა, სავარაუდოდ, საკუთარ უწყებაში ცდილობს იპოვოს ის ხალხი,  ვინც გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს დატოვებაში დაეხმარა.

გიორგი ბაჩიაშვილი კი ივანიშივლის მხილების ახალ სერიას საზღვაგრეთიდან აანონებს. ირკვევა, რომ უკვე გატანილია და უსაფრთხოდაა შენახული მტკიცებულებები იმის შესახებ, როგორ გასცემდა უკანონო დავალებებს ვითომ პოლიტიკიდან წასული ივანიშილი.

ხვალ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პირველ სისხლის სამართლის საქმეზე მომდევნო პროცესია ჩანიშნული. ბაჩიაშვილს უნდა რომ სასამართლოს დისტანციურად ჩაერთოს და ჩვენება მისცეს, თუმცა გადაწყვეტილება ბიზნესმენის პროცესში მონაწილეობის შესახებ სანქცირებულმა მოსამართლე, გიორგი გელაშვილმა უნდა მიიღოს.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები