გაშიფრულია საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების სქემა

05.03.25 20:13
გაშიფრულია საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების სქემა

გაშიფრულია საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების სქემა - გაჟონილი მასალებიდან ირკვევა, როგორ პარავენ მილიონობით დოლარს ევროკავშირის, ამერიკის და კანადის მოქალაქეებს. "ოსისიარპიმ" ქართველ გამომძიებელ ჟურნალისტებთან ერთად დაადგინა, როგორ მუშაობენ დღემდე ქოლ-ცენტრები.

თაღლითური სქემა რამდენიმე წელია მოქმედებს და ირკვევა, რომ მხოლოდ ერთ კომპანიას 6 ათასზე მეტი გაძარცვული პენსიონერისგან 35 მილიონი დოლარი აქვს მოპარული. ოფისები თბილისის ცენტრშია, მათ შორის ერთ-ერთი სუსის შენობიდან რამდენიმე მეტრში დგას.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს მიმოწერა თაღლითების დახურულ ჯგუფში, სწორედ შიდა ჩათის წყალობით დაადგინეს, ვინ იდგა გამოგონილი სახლების უკან. ერთ-ერთი ქოლცენტრი "ეი ქეი" ჯგუფის ქვეშ მოქმედებს, კომპანიაში მინიმუმ 80 ადამიანი მუშაობს. კომპანია ოფიციალურად 36 წლის მერი შოთაძეს ეკუთვნის, რომელიც ქსენია კოენის სახელს იყენებს და გასცემს მითითებას, რომ დღეში მინიმუმ 30 ათასი დოლარი უნდა მიიღონ. გამოძიება გავიდა კომპანიის არაფორმალური ხელმძღვანელის, აკაკი ქევხიშვილის კვალზე. ის ჟურნალისტებს დაემალა.

პენსიონერების ძარცვისთვის კომპანიაში დასაქმებულები თვიურად 20 ათას დოლარს იღებენ ხელფასს. გაიშიფრა მერი რობერტსი, იგივე მარიამ ჩარჩიანი. ქოლცენტრშია დასაქმებული მისი და ვერიკო ჩარჩიანიც. კიდევ ერთი მთავარი თაღლითად არის დასახელებული ლანა ლეჰმანსის სახელით ლანა ვახტანგაძე.

საერთაშორისო საგამოძიებო გუნდის წევრებმა საქართველოს პროკურატურას ჯერ კიდევ 15 თებერვალს აცნობეს მათი სკანდალური გამოძიების შესახებ, თუმცა დღევანდელი დღის მონაცმებით, თაღლითური ქოლ-ცენტრების მფლობელის მშობლების სახელზე გაფორმებული ორ მილიონზე მეტი ქონება პროკურატურას არც კი დაყადაღებია.

ახლა ჩნდება კითხვა, ვინ მფარველობს თაღლითურ ცენტრებს საქართველოში  -დეტალები მახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები