ვახტანგ ლემონჯავას რეჟიმი 5-წლიანი პატიმრობით ემუქრება - ბრალდებულს "ოცნების" წევრის მანქანის დაზიანებას ედავებიან
პოლიტიკოს ვახტანგ ლემონჯავას რეჟიმი 5-წლიანი პატიმრობით ემუქრება. პოლიტიკოს გამოძიება "ოცნების" წევრის, ჯუმბერ იზორიას ავტომობილის დაზიანებას წინასაარჩევნო პერიოდში, ჩხოროწყუში ედავება.
ვიდეოკადრები პროკურატურას ვახტანგ ლემონჯავას სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებად აქვს წარდგენილი, თუმცა ვიდეოკადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ჩანაწერი, პირიქით, ლემონჯავას უდანაშაულობას ამტკიცებს. 29-წუთიან უწყვეტ კადრში ნათლად ჩანს, რომ ლემონჯავა იზორიას ავტომობილს არც ეკარება, არც რაიმე ნივთს ესვრის და არც რაიმე შემხებლობა აქვს.
ჩანაწერი ჩხოროწყუს იუსტიციის სახლის სათვალთვალო კამერიდანაა აღებული. კადრის დასაწყისში პოლიციის თანამშრომელი კახა ჯალაღონია და სკოლის დარაჯი ჩანან. ცოტახანში ადგილზე სოფელ ლესიჭინეს "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი, რატი ჯალაღონია ჩნდება და ადგილს მალე ტოვებს, შემდეგ ორჯერ ისევ ბრუნდება და ჯუმბერ იზორიას ავტომობილის სიახლოვეს გადაადგილდება.
ვახტანგ ლემონჯავა, ვისაც იზორიას ავტომობილის დაზიანებას ედავებიან, იუსტიციის სახლის წინ ღამის პირველ საათზე ჩნდება, თუმცა კადრებში მხოლოდ ის ჩანს, რომ საუბრობს და მანქანასთან სიახლოვე არ აქვს. მიუხედავად ამისა პოლიციის თანამშრომელმა, დარაჯმაც და "ოცნების" შტაბის უფროსმაც ჩვენებაში მოიტყუეს და ლემონჯავას იზორიას მანქანის დაზიანება დააბრალეს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.