სინდისის 11 პატიმარი მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლო პროცესის დეტალები
სინდისის 11 პატიმარი მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინში - შეიცვლება თუ არა პატიმრობა თავისუფლებით? ირაკლი შვანგირაძემ საბოლოო სიტყვა ცოტა ხანში უნდა თქვას. ეს ამ საქმეების ახალი მოსამართლეა, პროცესამდე ერთი დღით ადრე ნინო თარაშვილმა საქმე აიცილა. მის ნაცვლად სინდისის პატიმრების ბედი ყოფილ პროკურორს ირაკლი შვანგირაძეს გადააბარეს. საქმე მას გვიან ღამით დაეწერა.
როგორ მოასწრო 13 ტომიანი საქმის და აუარება ვიდეომტკიცებულებების გაცნობა ? ეს კითხვა ადვოკატებს მოსამართლე შვანგირაძესთან ჰქონდათ და პროცესზე მისი აცილებაც მოითცოვეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შვანგირაძემ დღეს უფლებადამცველებს არც პროკურორების აცილების შუამდგომლობა დაუკმაყოფილა,
დაკავებიდან სამი თვის შემდეგ, ბრალდებულებს ისევ არ აქვთ მთავარი კითხვაზე პასუხი, რისთვის სხედან ციხეში. სწორედ ამის გარკვევას ცდილობდა დღეს პროკურორებისგან სინდისის პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე.
"რას მედავებით, ანდრო ჭიჭინაძემ რა დააშავა" - ეს იყო ტყვეობაში მყოფი მსახიობის კითხვა სასამართლოზე.
რა თქვეს სასამართლო პროცესზე სინდისის სხვა პატ8იმრებმა - დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.