საქართველო ჟურნალისტებისთვის საშიში ქვეყანაა - ევროსაბჭოს კრიტიკული შეფასება მედიაგარემოს შესახებ

ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოში არსებულ მედიაგარემოს შესახებ სპეციალური ქვეთავი მოამზადა. ანგარიშში ითქვა, რომ საქართველოს რუსეთისგან გადარჩენა სჭირდება და დახმარება მხოლოდ ევროკავშირს შეუძლია. დოკუმენტში პარტნიორი ქვეყნები
"ქართული ოცნების" მიერ გასულ წელს მიღებულ რეპრესიულ კანონებს და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს მიმოიხილავენ. ვკითხულობთ, რომ საქართველო დღეს საშიში ქვეყანაა და მისი განვითარების კურსი ავტორიტარულ მოდელთან თანხვედრაშია.
დოკუმენტი 2024 წელს აფასებს, თუმცა მისმა ავტორებმა უკვე იციან გუშინ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში პირველი ქალი პოლიტპატიმრის შესახებ. მწვავე ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, მზია ამაღლობელის პატიმრობის საქმე პანელურ დისკუსიაზე განიხილეს. პანელურ დისკუსიაზე, რომელიც მხოლოდ ორ ქვეყანას, საქართველოს და უკრაინას, სპეციალურად დაეთმო, საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის ხელმძღვანელმა კოლეგებს დეტალურად აუხსნა, რა გარემოში უწევთ ქართველ ჟურნალისტებს მუშაობა და რამდენად უკანონო იყო გადაწყვეტილება, რომელიც მზია ამაღლობელის შესახებ გუშინ ბათუმის სასამართლომ მიიღო.
მზია ამაღლობელის საქმე რეპრესიული მედიაგარემოს მხოლოდ ერთი მიმართულებაა. ჩახნაშვილი კოლეგებს ეუბნება, რომ თუ საქართველოს პარტნიორები ყურადღებას მოაკლებენ, "ოცნების" გეგმა სისრულეში მოვა. გეგმა კი მედიის გაჩუმება, მისი ფინანსური წყაროს გადაკეტვა და უუფლებოდ დატოვებაა. საერთაშორისო ექსპერტებისთვის უკვე ცალსახაა, რომ ყველა ძალადობის უკან ხელისუფლება დგას, რადგან ამ დრომდე არცერთი მოძალადე სისტემას არ დაუსჯია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.