პროკურატურა ISFED-ის წინააღმდეგ - რას ითხოვს გაბიტაშვილის უწყება "სამართლიანი არჩევნებისგან"

05.03.25 21:03
პროკურატურა ISFED-ის წინააღმდეგ - რას ითხოვს გაბიტაშვილის უწყება "სამართლიანი არჩევნებისგან"

პროკურატურა სადამკვირვებლო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისგან" ხმების პარალელური დათვლის დოკუმენტებს ითხოვს. დოკუმენტების ამოსაღებად, პროკურაუტრამ არასამთავრბო ორგანიზაციში წერილი უკვე გააგზავნა. საქმე ეხება არჩევნების გაყალბების საქმეს, თუმცა არასად ყოფილა ნათქვამი რომ 2024 წლის არჩევნები დათვლის დროს გაყალბდა, ამიტომ საინტერესოა რაში სჭირდება "პი ვი პის" შედეგები პროკურატურას. 

არჩევნების დღეს დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა, ბიულეტინიდან გაჟონილი ლაქებით ამომრჩევლის ნების კონტროლი  ხდებოდა, სააარჩევნო  უბნებზე დაკვირვების  პროცესს ხელს უშლიდნენ ზონდერ ჯგუფები. პასპორტში ჩაფენილი პირადი ნომრებთ კი ხმის მიცემის უფლებას აძლევდნენ. ეს საქმეები გამოძიებელია, მათ შორის დამკივვებლების ტერორის საქმეები. ამ ფონზე ჩნდება კითხვა რატომ  დაინტერესდა პროკურატურა პარალელური  დათვლის შედეგებით მაშინ  როდესაც გამოსაძიბეელი სულ სხვა რამ არის. 

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები