მოსამართლე შვანგირაძემ სხდომათა დარბაზიდან სინდისის პატიმარი გააძევა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი იმართება - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომათა დარბაზიდან რეჟიმის ერთ-ერთი ტყვე, ჯანო არჩაია გააძევა.
ირკვევა, რომ ირაკლი შვანგირაძემ უკანონოდ დაკავებული პროკურორისთვის შელაპარაკებისა და რეპლიკის გაკეთების საფუძველზე გააძევა. ჯანო არჩაიასთვის პროცესის იძულებით დატოვების შემდეგ, მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
25.06.26 14:44
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.