ხმაური სინდისის პატიმრების პროცესზე - მოსამართლემ ხალხი დარბაზიდან გააძევა და სხდომა ნაწილობრივ დახურა

ხმაური სინდისის პატიმრების პროცესზე - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა. რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს მანდატურები სასამართლოს ამ წუთებში ატოვებინებენ.
სხდომიდან გამოსულმა მოქალაქეებმა დარბაზი პროტესტით და "ოლე ოლას" შეძახილებით დატოვეს.
დარბაზი დატოვეს დაკავებულებმაც.
მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ჯანო არჩაიას მიმართ ისეთი ბრალდებები იყო გაცხადებული, რომელიც არც მტკიცებულებებით, არც არაფრით არ დასტურდება. ადამიანმა, ამაზე გამოთქვა პროტესტი. ამის შემდეგ ბრალდებულებს მიეცათ სიტყვა, როდესაც სარგებლობდნენ კონკრეტული სიტყვით, აღნიშნულ სიტყვაზე მოხდა ტაშის დაკვრა და მოსამართლემ მიიჩნია, რომ თურმე ტაშის დაკვრა არ შეიძლება და ამის გამო ნაწილობრივ დახურა და ხალხი გააძევა სასამართლო დარბაზიდან", - ამბობს ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი.