როგორია ტრაქტორის დაგორების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა და რას აპროტესტებენ კალანდაძის ქუჩის მაცხოვრებლები

05.03.25 21:24
როგორია ტრაქტორის დაგორების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა და რას აპროტესტებენ კალანდაძის ქუჩის მაცხოვრებლები

თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევში ტრაქტორის დაგორების შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა - "პირველებს" კლინიკაში უდასტურებენ, რომ გადაუდებელი ოპერაცია, რომელსაც დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარებდნენ, დასრულდა. 

შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველდღიურად შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. სწორედ ამიტომ მათ ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები გამგეობისგან მოითხოვდნენ, რომ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება ან გაკონტროლდეს, ან სრულად აიკრძალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები აანონსებენ, რომ კალანდაძის ქუჩას თავად გადაკეტავენ.   

ჩემი უფროსი შვილი მეუბნება, რომ მე ძმა არსად არ არისო. სანამ ძმას დავუკავშირდი, უმცროსი შვილი ვიპოვე, მეგონა, ეს ავარია რომ მოხდა, იქ მოვკვდი, სანამ გავიგე, რომ მსხვერპლი ჩემი შვილი არ იყო. ნამდვილად არ ვიცი, ტრაილერები რომ დაიწყებენ სიარულს, ვინ ვიქნებით მსხვერპლი. არავინ ვართ დაცულები. დამირეკეს გამგეობიდან და მითხრეს, ნუ აბუქებთ სიტუაციასო." - განაცხადა მოქალაქემ.  

ცნობისთვის, დღეს, 5 თებერვალს, თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევში ტრაქტორი დაგორდა. შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა, 3 ავტომობილი დაზიანდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთი დაშავებული ქალია, რომლსაც ფეხი მოწყდა. ის სასწრაფო დახმარების მანაქანამ კლინიკაში გადაიყვანა. 

მსგავსი სიახლეები